რამდენს გამოიმუშავებს ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში – მედია ფეხბურთელების ხელფასებს აქვეყნებს

Le Parisien-მა გამოაქვეყნა “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელების ხელფასები 2025-2026 წლების სეზონისთვის,
ყველაზე მაღალი ანაზღაურება უსმან დემბელეს აქვს – 1.56 მილიონი ევრო.
რაც შეეხება პარიზული გუნდის ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას, მისი ანაზღაურება ყოველთვიურად 910 000 ევროა. ყველაზე მცირე ანაზღაურება, რუს მეკარეს, მატვეი საფონოვს აქვს – 250 000 ევრო.
ცნობისთვის, თანხები მითითებულია ბონუსების გარეშე და გადასახადების დაქვითვამდე, რომელიც საფრანგეთში საკმაოდ მაღალია.
საინტერესოა, რომ PSG-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფი სახელფასო ზღვრის დაწესებაზე საუბრობს, თუმცა ამ თემაზე ჯერჯერობით დეტალები ცნობილი არ არის.
წყარო:msn.com
