"ლეიკემია დაამარცხა, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან და ახლა თავზარდამცემი ამბავი გავიგე" - რას ჰყვებიან ახლობლები ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის ბიჭზე? - bbcnews.ge

“ლეიკემია დაამარცხა, სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან და ახლა თავზარდამცემი ამბავი გავიგე” – რას ჰყვებიან ახლობლები ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულ 16 წლის ბიჭზე?

07.02.2026

ბათუმში, ბონის დასახლებაში არსებულ ბაზართან 16 წლის ბიჭი ალექსანდრე მამალაძე დაიღუპა. ტრაგედია 6 თებერვალს, საღამოს საათებში მეგობრების თვალწინ დატრიალდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი ხიდზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის შედეგად დაიღუპა.მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა, პირველადი ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი მაღალი ძაბვის დენთან შეხებაა.

გარდაცვლილი ალექსანდრე მამალაძე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.

ალექსანდრე მამალაძემ წლების წინ ლეიკემია დაამარცხა.

“ჩვენ წლებია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენმა შვილებმა ლეიკემია ერთად გადაიტანეს. ჩვენ ვერ დავამარცხეთ და ჩემი ანგელოზი გამიფრინდა, ალექსანდრემ ისე კარგად გადაიტანა, სრულად გამოჯანმრთელდა და დაამარცხა ლეიკემია. რასაც ჰქვია სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. მაშინ ჩემი შვილი 11 წლის იყო, ალექსანდრე 3 წლის. ჩვენ რაც გამოვიარეთ, ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. ნამდვილად ჯოჯოხეთ გამოვლილები ვართ. მას მერე ახლო ურთიერთობა გვაქვს ალექსანდრეს ოჯახთან. მათ სახლშიც ვართ ნამყოფი და ვმეგობრობდით კიდეც. მიხაროდა ასე კარგად რომ ვხედავდი ალექსანდრეს. საბოლოოდ, ლეიკემიაზე გამარჯვებულს და დღეს ეს მძიმე, თავზარდამცემი ამბავი გავიგე. ძალიან ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა მის საოცრად კარგ მშობლებს, მარინას და მურმანს, რომლებსაც ყოველთვის ყველას ტკივილი გულთან მიჰქონდათ და საოცრად გვერდში დგომა იციან. დღემდე ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან მე და ამ ტკივილისთვის ვერ ვიმეტებ ალექსანდრეს მშობლებს. ძალიან ძნელია გაძლება. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, განმიახლდა ყველაფერი, უმძიმესი ტრაგედიაა”, – ამბობს შორენა ჩქოფოია “კვირის პალიტრასთან”. განაგრძეთ კითხვა>>>>

რეკლამა
რეკლამის ადგილი