გოჩა ჩერტკოევი 30 წლის წინ ცოლთან ერთად შესრულებული ცეკვის კადრებს აქვეყნებს – ცნობილი წყვილის ცხოვრების დეტალები

გოჩა ჩერტკოევი მეუღლესთან ერთად 30 წლის შესრულებული ცეკვის კადრებს აქვეყნებს და როგორც ყოველთვის, ახლაც დიდი მოწონებით სარგებლობს მათი ცეცხლოვანი ცეკვა.
როგორც ცნობილია, გოჩა ჩერტკოევი და შორენა გაჩეჩილაძე სამეჯლისო ცეკვების სიყვარულმა დააკავშირა ერთმანეთს. შორენა ცნობილი მოცეკვავეების ოჯახიდანაა, რატი და გიგი გაჩეჩილაძეები მისი ძმები არიან.
წყვილი დიდხანს ცეკვავდა ერთად, არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვთ მოპოვებული, ერთადვე გადაწყვიტეს ამერიკაში დარჩენა საცხოვრებლად და მრავალი წელია, იქ დაფუძნდნენ. იქვე გახსნეს სტუდია, სადაც სხვებს ასწავლიან ცეკვას.
ამერიკაშივე გაზარდეს ერთადერთი ვაჟი ლევანი, რომელიც ორიოდე წლის წინ დაქორწინდა და ცოტა ხნის წინ შვილიც შეეძინა – პარის ანა.