ბათუმელ მოდელ მარიამ შუკაკიძეს 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდა - "არც ვაპირებდი ამ ამბის გახმაურებას, მაგრამ..." - bbcnews.ge

ბათუმელ მოდელ მარიამ შუკაკიძეს 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდა – “არც ვაპირებდი ამ ამბის გახმაურებას, მაგრამ…”

05.02.2026

ბათუმელი მოდელი და ინფლუენსერი მარიამ შუკაკიძე სსოციალურ ქსელში აქტიურობით მუდამ გამოირჩევა და მან ამჯერად გამომწერების დასმულ შეკითხვებს მოულოდნელი პასუხი გასცა.

როგორც გაირკვა, ის თავის მეუღლეს დავით ბოლქვაძეს 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, დაშორდა:

“ურთულესია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება. ძალიან დიდი დრო და დაფიქრება სჭირდება. მარტივი არ არის, 8 წლის ურთიერთობა ერთ დღეში დაასრულო. თუმცა არავინ იცის,

რეალურად რა პრობლემებია ოჯახში. ამაზე საჯაროდ არავინ საუბრობს. არც ახლა ვაპირებდი ამ ამბის გასაჯაროებას. მაგრამ არ იქნებოდა ლამაზი, როდესაც ამხელა აუდიტორია მყავს და არაფერს ვუზიარებდე.

მიზეზს თქვენ ვერასდროს გაიგებთ. გავრცელდა უამრავი ჭორი, მაგრამ სიმართლეს არ შეესაბამება. თუ ვინმე სკანდალს ან სანახაობას ელოდება, არ იქნება. კონკრეტული არაფერი მომხდარა. ვფიქრობ შვილებისთვის საუკეთესო მშობლები ვიქნებით“, – დაწერა მარიამ შუკაკიძემ.

რეკლამა
რეკლამის ადგილი