“ეს იყო ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენა” – რა თქვა ირაკლი კობახიძემ ?

კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული. თუ ამ კუთხით პრობლემებია, რა თქმა უნდა, კანონმა უნდა დაარეგულიროს – მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა, – ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.
კობახიძის შეფასებით, „სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება თუ ის მუდმივად საბოტაჟის რეჟიმში იქნება“.
პრემიერის თქმითვე, კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში ყველა აღიარებს, „უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები, რათა სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა“.