"ინფორმაციები გამოდის და ჩემი ინფორმაციით გეტყვით..." - რას ამბობს ხატია დეკანოიძე ? - bbcnews.ge

“ინფორმაციები გამოდის და ჩემი ინფორმაციით გეტყვით…” – რას ამბობს ხატია დეკანოიძე ?

03.02.2026

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, სტუ-სა და თსუ-ს გაერთიანება ფაქტობრივად „გაუქმებას“ ნიშნავს.

ამის შესახებ დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ცვლილებების შედეგად პროფესორ-მასწავლებლების დაახლოებით 70% შესაძლოა უმუშევარი დარჩეს. კერძოდ, მისი ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 60–70%-ის გათავისუფლება იგეგმება, ასევე, შემცირდება აბიტურიენტების მიღებაც.

“თბილისი ძალიან პატარაა, ინფორმაციები გამოდის და ჩემი ინფორმაციით გეტყვით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტიდან თანამშრომლებისა და პროფესორ-მასწავლებლების 60–70 პროცენტის გაშვება უნდათ” – ამბობს ხატია დეკანოიძე.

რეკლამა
რეკლამის ადგილი