“ხშირად დამცინოდნენ, ენა ჩემით ვისწავლე და შეცდომებს ვუშვებდი… ორსულობის მეოთხე თვეს დავიწყე კვება, მანამდე ლიმონზე ვიყავი” – ანუკი არეშიძე – bbcnews.ge
საზოგადოება

“ხშირად დამცინოდნენ, ენა ჩემით ვისწავლე და შეცდომებს ვუშვებდი… ორსულობის მეოთხე თვეს დავიწყე კვება, მანამდე ლიმონზე ვიყავი” – ანუკი არეშიძე

“ინ­სტაგ­რა­მი­დან” თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი გაქ­რო­ბის შემ­დეგ, ანუ­კი არე­ში­ძემ პრო­ფი­ლი აღად­გი­ნა. დი­ზა­ი­ნე­რი და თბი­ლი­სის მე­რის მე­უღ­ლე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში და­წყე­ბუ­ლი პრო­ტეს­ტის ფონ­ზე გაქ­რა. ანუ­კი დაბ­რუნ­და, მაგ­რამ მის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ პოს­ტებ­ზე, კო­მენ­ტა­რე­ბის ველი ისევ გა­თი­შუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ანუ­კიმ გუ­შინ ინ­სტაგ­რა­მის “სთო­რი­ში” ნაძ­ვის ხის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მე­ლიც სახ­ლში მორ­თო.

  • არა­და რამ­დე­ნი­მე თვის წინ, არე­ში­ძემ იუ­თუბ­ზე ვლო­გე­ბის სე­რია გა­ნა­ახ­ლა. “რო­გორც იქნა, გა­მო­ვე­დი ინ­ტრო­ვერ­ტუ­ლი ფა­ზი­დან” – ამ­ბობ­და დი­ზა­ი­ნე­რი.

რამ­დე­ნი­მე თვე­ში კი, ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ლა­ნი­დან ვრცე­ლი ვლო­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც კა­ხი­სა და მისი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ას და მი­ლან­ში ცხოვ­რე­ბის პირ­ველ პე­რი­ოდ­ზე ჰყვე­ბა.

“მი­ლან­ში როცა ვხვდე­ბი და რო­დე­საც აქეთ მი­წევს გა­სე­ირ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვივ­ლი ხოლ­მე” – ჰყვე­ბა ვლოგ­ში და აგ­რძე­ლებს ამ­ბავს, რო­გორ გა­იც­ნო მა­შინ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი და რო­გო­რი იყო რთუ­ლი ორ­სუ­ლო­ბის დღე­ე­ბი იტა­ლი­ა­ში.

– 2008 წელს ჩა­მო­ვე­დი მი­ლან­ში, რო­გორც მო­დე­ლი. ისე­თი ნაც­რის­ფე­რი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ვამ­ბობ­დი, ნეტა მალე გა­ვი­დეს სამი თვე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე. მერე გა­ვი­ცა­ნი კახა. პირ­ვე­ლი ერთი თვე, თვე ნა­ხე­ვა­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, მო­კი­თხვა, მერე მივ­ხვდი, რომ მის­თვის მხო­ლოდ ის ადა­მი­ა­ნი არ ვი­ყა­ვი, მარ­ტოა ჩა­მო­სუ­ლი და ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციო…

Back to top button