ოპერაციები, რომლებიც იაკო ჭალაგანიძემ წონის კლების შემდეგ გაიკეთა: "სარკეში რომ ვიყურებოდი, არ მჯეროდა, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი" - bbcnews.ge

ოპერაციები, რომლებიც იაკო ჭალაგანიძემ წონის კლების შემდეგ გაიკეთა: “სარკეში რომ ვიყურებოდი, არ მჯეროდა, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი”

02.02.2026

“მამოპლასტიკა და აბდომინოპლასტიკა გვიკეთე ერთად და შვიდი საათის მანძილზე ვიყავი ნარკოზში. აი, მანდაც ხომ არის, რომ ადამიანი ხარ და გეშინია, ცხოვრებაში არ გამიკეთებია ნარკოზი, მაგრამ მაშინ როგორ ვიყავი, იცით? აი, იაკო, ახლა დაიძინებ და გაიღვიძებ აბსოლუტურად სხვა ადამიანი. კი მქონდა დიდი წონა დაკლებული, მაგრამ არ მეტყობოდა, იმიტომ, რომ დიდი მუცელი მქონდა დარჩენილი. ვერ ვიცვამდი იმას, რაც მინდოდა.

მოკლედ, გავიღვიძე, თვალი გავახილე და პირველად ის ვიკითხე, მქონდა თუ არა ისევ მუცელი. მითხრეს, რომ არა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა,. ეს დღე იყო, როცა მართლა სხვა ადამიანი ავდექი. სარკეში რომ ვიყურებოდი, არ მჯეროდა, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვიყავი. საავადმყოფოდან გამოსული არ ვიყავი, რომ ექიმს ვეუბნებოდი, ხელების გაკეთებაც მინდა-მეთქი. ხელებიც გავიკეთე ექვსი თვის შემდეგ.

“დავიკლებ და მერე რა ვქნა? რომ მქონოდა,ცოტა გამიჭირდებოდა გადაწყვეტილების მიღება. ჩემ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ, როცა გადავწყვიტე ზედმეტი კანის მოშორება, რეაბილიტაციაც მალე გავიარე და გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის უნდა გამეზიარებინა. ჯერ ერთი ადამიანი დაინტერესდა, მერე – მეორე, მერე გამოჩნდა ეს ჩემი ინფლუენსერული გზა და ახლა სულ რაღაც ეტაპებისკენ მივდივარ.

მიზნები თუ არ გაქვს დასახული, ძალიან რთულია. ახლა ძალიან ბევრი მეტყვის, რომ არა აქვთ პლასტიკური ოპერაციის საშუალება, რადგან საქართველოში ძალიან ძვირი ღირს. მესმის ეს ყველაფერი, მაგრამ ვარჯიშითაც შეიძლება იმავეს მიღწევა. მე ძალიან ზარმაცი ვარ და არ შემიძლია ვარჯიში. სტიმული უნდა გქონდეს, რაღაც უნდა გქონდეს მიზნად დასახული”, – ამბობს იაკო ჭალაგანიძე კოტე მათითაშვილის პოდკასტში სტუმრობისას. 

რეკლამა
რეკლამის ადგილი