“ის განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის ვირუსი, გარდაცვალების შემთხვევები განპირობებულია თავის ტვინის ანთებით… – ივანე ჩხაიძე

„ნიპას“ ვირუსი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ პათოგენად ითვლება, გასული წლის დეკემბერში ინდოეთში, დასავლეთ ბენგალის შტატში დაფიქსირდა. მიუხედავად თავდაპირველი ცნობებისა ხუთ ინფიცირებულზე, ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსი მხოლოდ ორ ადამიანს დაუდასტურდა.
უსაფრთხოების მიზნით, ინდოეთის მეზობელმა ქვეყნებმა აეროპორტებსა და სახმელეთო საზღვრებზე მგზავრთა შემოწმება გაამკაცრეს. როგორ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, ვირუსი ახალი არ არის დამისი პირველი აფეთქება დაფიქსირდა 1998 წელს მოხდა.
ნიპას ვირუსის ძირითადი მატარებელია ხილის მჭამელი ღამურა, როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, საქართველოში ხილის მჭამე ღამურა არ ბინადრობს.
დაავადება თავდაპირველად გრიპის მსგავსი სიმპტომებით იწყება, თუმცა მძიმე შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს ენცეფალიტი, კომა და ლეტალური შედეგიც კი დადგეს. ნიპას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ ეტაპზე არ არსებობს, ხოლო სიკვდილიანობა 40-დან 75 პროცენტამდე მერყეობს.
სპეციალისტების შეფასებით, საქართველოში ნიპას ვირუსის გავრცელების ბუნებრივი წინაპირობა არ არსებობს, თუმცა გლობალური მიმოსვლის პირობებში მნიშვნელოვანია სიფრთხილე, ინფორმირებულობა და პრევენციული რეკომენდაციების დაცვა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც აზიის ქვეყნებში მოგზაურობას გეგმავს.
ამ ეტაპზე ვირუსის აქტიური კერად ინდოეთი და ბანგლადეში რჩება.
palitravideo.ge