“ბავშვი რომ ცივდება, ხშირად მშობლის ბრალია” – როგორ უნდა ეცვას ბავშვს ცივ ამინდში სეირნობისას

ზამთრის სიცივეში გარეთ გამოყვანილი ბავშვი რომ არ გაცივდეს, დედები და ბებიები ზედმეტად თბილად ფუთნიან. თუ თქვენც ასე იქცევით, დაიმახსოვრეთ, რომ ბავშვის გადახურება გაციებაზე არანაკლებ სახიფათოა. მაინც როგორ უნდა ჩავაცვათ ზამთარში სასეირნოდ გამოყვანილ ბავშვს, რომ არც ჩახურდეს და არც გაცივდეს. გთავაზობთ უკრაინელი ექიმის, ევგენი კომაროვსკის რეკომენდაციებს:
სუფთა ჰაერზე სეირნობას, მით უმეტეს ზამთარში, გამაკაჟებელი ეფექტი აქვს. ბავშვითანდათან ეჩვევა ტემპერატურის ვარდნას, სინესტეს, ეჩვევა ქარს. მისი ბრონქიალური სისტემა სუფთავდება სახლის მტვერისგან, თერმორეგულაციის მექანიზმი კი, რომელიც ჯერ ისევ სუსტია, თანდათან იკრებს ძალას.
ბავშვი ცივ ამინდებს დაბადებიდანვე უნდა შეეჩვიოს. ამიტომ, როცა ეტლის გარეშე სეირნობის დრო მოვა, ბავშვის სისხლძარღვები ადეკვატურად რეაგირებენ დაბალ ტემპერატურაზე: სისხლი შინაგანი ორგანოებისკენ უფრო აქტიურად მიედინება, რათა მათი დამცავი სისტემა გააძლიეროს. სწორედ ამიტომაა, რომ ყინვაში ჩვენც და ბავშვებსაც კანი გვიცივდება. უარესია, როცა გარეთ ცივა, ბავშვი კი გაუნძრევლადაა. ამ დროს სისხლი უფრო ძლიერად ცივდება და სრულყოფილად ვერ აღწევს კანის კაპილარებამდე. სწორედ ეს იწვევს გაციებას.
ასე რომ არ მოხდეს, სისხლძარღვები უნდა “გაავარჯიშოთ”: ნუ დაუშლით სახლში სირბილს, მოძრაობას. თხლად ჩაცმული უნდა იყოს ნატურალურ ბამბის ქსოვილში, ოთახი რეგულარულად უნდა ნიავდებოდეს. ამ მარტივი გასაკაჟებელი მოქმედებების წყალობით, სისხლი “ეჩვევა” სწრაფად გადაადგილებას საჭიროების მიხედვით და თანაბრად ათბობს ბავშვის მთელ სხეულს.