"სანამ ალას ასაკი ემატება, გალკინი ახალგაზრდავდება..." "ქალების რისხვა გახდი..." - მაქსიმ გალკინის ახალ იმიჯს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - bbcnews.ge

“სანამ ალას ასაკი ემატება, გალკინი ახალგაზრდავდება…” “ქალების რისხვა გახდი…” – მაქსიმ გალკინის ახალ იმიჯს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

01.02.2026

49 წლის მაქსიმ გალკინი და 76 წლის ალა პუგაჩოვა 2011 წლიდან ერთად არიან და ორ შვილს, ტყუპ ქალ-ვაჟს ზრდიან. მათი თანაცხოვრება, ამხელა ასაკობრივი შუალედის გამო, სულ იყო განხილვის საგანი, თუმცა ფაქტია, წყვილმა გაუძლო ყველა გამოცდას და კვლავ ერთად არიან, სამშობლოდან შორსაც.

ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ალა პუგაჩოვამ აღნიშნა:

– მეათე ახალგაზრდობა მაქვს, ბედნიერი ვარ. მაქვს მიზანი, ამათ გამო ვცხოვრობ – ჩემი ოჯახის გამო.

მაქსიმთან ქორწინებას ალა ყველაზე დიდ გამართლებას და სიყვარულს უწოდებს:

– მას საოცარი ნიჭი აქვს – შემიყვაროს, შეიყვაროს თავისი ოჯახი და იზრუნოს ჩემზე. შემიყვარდა და მივხვდი, რომ ეს არის ის, რაც მჭირდებოდა. ჩვენ აბსოლუტური ჰარმონია გვაქვს…ოჯახი მხოლოდ სექსი არ არის. ეს არის მეგობრობა, გაგება, მხარდაჭერა, – ხაზგასმით აღნიშნა პუგაჩოვამ.

თუმცა ბოლო პერიოდში პრიმადონას სულ უფრო მეტად ეტყობა ასაკი, სიარულიც უჭირს, ამასობაში კი მისი მეუღლე, რომელიც გამუდმებით გასტროლებზეა, ახალი იმიჯით წარდგა საზოგადოების წინაშე. მის ახალ ფოტოებს და ვიდეოებს კურშეველიდან, საფრანგეთის ზამთრის მდიდრული კურორტიდან, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქალები აღტაცებულები უწერენ კომენტარებს და აღნიშნავენ, რომ მაქსიმმა თავის სტილს მიაგნო.

კითხვის გაგრძელება

რეკლამა
რეკლამის ადგილი