„ჩემი ცხოვრების მიზანი კარგი დედობაა...“ –  თამო ვაშალომიძის გულწრფელი აღიარება - bbcnews.ge

„ჩემი ცხოვრების მიზანი კარგი დედობაა…“ –  თამო ვაშალომიძის გულწრფელი აღიარება

01.02.2026

თამო ვაშალომიძემ სოციალურ ქსელში გულწრფელი ემოციები გააზიარა და გამომწერებს საკუთარი განცდების შესახებ მოუყვა. მისი თქმით, TikTok-ზე ატვირთული ვიდეო მოგვიანებით წაშალა, რადგან ემოციებს ვერ მოერია და ვიდეოში ტიროდა.

„ვიდეო დავდე TikTok-ზე და მერე წავშალე, იმიტომ, რომ ვტიროდი. მე კი შეგპირდით, რომ აღარ ვიტირებდი, აღარ დავდებდი ისეთ ვიდეოებს, სადაც ვტიროდი. ძალიან ბევრი ვიტირე, გოგოებო, თქვენი კომენტარების გამო. იცოდეთ, რომ იმხელა ძალა ხართ ჩემს გარშემო. მადლობა ყოველი კომენტარისა და სიყვარულისთვის.

მინდა, რომ ძალიან კარგი დედა ვიყო. ჩემი ცხოვრების მიზანია, რომ კარგი დედა ვიყო, სიმშვიდეში და კარგად აღვზარდო შვილები. რომ მწერთ სოფიას დედა, მაქსიმეს დედა – ეს ჩემთვის ძალიან ემოციურია.

ასევე, ჩემი მიზანია, ჩემი კომპანია იმპერიად ვაქციო, ჩემი სიკვდილის მერე იარსებოს „თამოსკინმა“ და ვიცხოვრო სწორად. არის რთული დღეები, მაგრამ არავინ არ მაცდის, ვიყო ცუდ ხასიათზე“, – ამბობს თამო ვაშალომიძე.

რეკლამა
რეკლამის ადგილი