არსებული ინფორმაციით, ირანში მიმდინარე აქციებს 6 ფერეიდნელი ქართველი ემსხვერპლა – “ყველას იდენტობა დადასტურებულია”

ირანში საპროტესტო ტალღა არ ცხრება, თუმცა ამჯერად გავრცელებული ინფორმაცია განსაკუთრებით მძიმე წასაკითხია ქართველი მკითხველისთვის. ისპაჰანში გამართული დემონსტრაციების დროს, სხვადასხვა დროსა და ვითარებაში, 6 ეთნიკური ქართველი დაიღუპა. მათ შორის არის ახალგაზრდა ქალიც, რომელიც მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ვინ არიან დაღუპული ფერეიდნელები?
ინფორმაციას მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ებრაისტი და „როტშილდების ფონდის“ მკვლევარი, ლაშა შაყულაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, ხუთი მამაკაცის იდენტობა უკვე ოფიციალურად დადასტურებულია. ესენი არიან:
ებრაჰიმ ასლანიმოჰამედჰასან აშრაფიჯავადჰეიდარი მასუდ იუსელიანიმოჰამმად სეფიანი „ამ უმოწყალოდ მოკლულთა ხმები ახლა ჩვენ ვართ, სხვებსაც ვუთხრათ და არ დავივიწყოთ!“ – წერს შაყულაშვილი. განაგრძთ კითხვა