"6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მომიწია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, სინამდვილეში ყველაფერი იწყებოდა" - მარიამ შარმანაშვილის გულწრფელი პასუხები - bbcnews.ge

“6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მომიწია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, სინამდვილეში ყველაფერი იწყებოდა” – მარიამ შარმანაშვილის გულწრფელი პასუხები

30.01.2026

– ზოგადად, ბოლო წლები თქვენს ცხოვრებაში წარმოუდგენელი ცვლილებების ეტაპია. როგორ შეიცვალა ყველაფერი 2018 წლის შემდეგ?

– უფრო ზუსტად, 2019 წლიდან დაიწყო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი. 6-წლიანი ურთიერთობის დასრულება მომიწია, მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, სინამდვილეში ყველაფერი იწყებოდა. მას შემდეგ ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა: სევდა სიხარულმა ჩაანაცვლა, მარტოობა – დიდმა სიყვარულმა, ხოლო უიმედობა – უსაზღვრო შესაძლებლობებმა.

– როგორ იქცა გამოუვალი მდგომარეობა დაუჯერებელ ზღაპრად?

– რწმენითა და შრომით. არასდროს შემიწყვეტია ოცნება და დარწმუნებული ვიყავი, რომ გამოიდარებდა. მთავარია, ამ დროს არ გაბოროტდე და გჯეროდეს, რომ იმსახურებ ბედნიერებას. როცა საკუთარ თავს პოულობ და იყვარებ, სამყაროც საპასუხო სიყვარულს გიბრუნებს. ჩემი ზღაპარი მაშინ დაიწყო, როცა გადავწყვიტე, რომ ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი, მიუხედავად გარემოებებისა.

– ხშირად ცალ-ცალკე გიწევთ ცხოვრება. ეს რთულია, თუ უფრო საინტერესოს ხდის ურთიერთობას?

– ვერ ვიტყვი, რომ ცალ-ცალკე გვიწევს ცხოვრება, რადგან ძალიან ხშირად ვახერხებთ ერთად ყოფნას, მაგრამ როდესაც განცალკევება გვიწევს, ეს მანძილი ურთიერთობას კიდევ უფრო ამძაფრებს და რომანტიკულს ხდის. შესაბამისად, თითოეული შეხვედრა კიდევ უფრო დიდი სიხარულის მიზეზია ხოლმე.

ცხოვრების საინტერესო მომენტების შესახებ მარიამ შარმანაშვილი ჟურნალ “თბილისელებს” ესაუბრა. 

რეკლამა
რეკლამის ადგილი