“მართლა შოკირებული ვარ… სად ხართ ადამიანები, საპატრიარქოდან, ანაფორები რომ გაცვიათ?!” – თამრიკო ჭოხონელიძის ემოციური მიმართვა

“ის რაც მე შემეხო [გალობის აკრძალვა მისი პოზიციის გამო] ახლა მეცინება, რადგან რაც დრო გავიდა, ამატეს და ამატეს “ღირსეული საქციელი“, რომელიც საპატრიარქოს კი არა, ნებისმიერ ადამიანს არ ეკადრება, მაგრამ მათგან წამოსული ხო საერთოდ. სად ხართ, სულ მინდა ვკითხო, სად არიან ის ადამიანები, საპატრიარქოდან, ანაფორები რომ აცვიათ და უსამართლობისთვის, რომ ხალხს ალპობენ ციხეში, სად ხართ?!” – ამის შესახებ მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ “TV პირველის” გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.