რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც დააკავეს? - bbcnews.ge

რა ქონებას ფლობს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც დააკავეს?

28.01.2026

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილის, გუგა თავბერიძის განმარტებით, ილია ღუდუშაურს სურდა სხვა კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭება, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე 2022 წლის 27 სექტემბერს გამოცხადებული ტენდერი სწორედ მისი დავალებით შეწყდა.

ცნობისთვის, ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ 2022 წელს, ზურაბ აზარაშვილის მინისტრობის დროს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობას 2024 წლის მარტამდე იკავებდა.

“ბიზნესპრესნიუსი” ილია ღუდუშაურის ქონების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ილია ღუდუშაურმა ქონებრივი დეკლარაცია გასული წლის მაისში შეავსო.

დოკუმენტის მიხედვით, მის საკუთრებაშია: თბილისში 90.47 კვ.მ ბინა, რომელიც 2017 წელს 1 080 000 აშშ დოლარად შეიძინა; ასევე, 2019 წელს შეძენილი 4 კომერციული ფართი, რომელთა საერთო ღირებულება 676 000 ლარის შეადგენდა.

გარდა ამისა, ილია ღუდუშაურის მეუღლის სახელზეა: 2019 წელს 30 000 დოლარად შეძენილი სახლი თბილისში და კომერციული ფართის 10.1%, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა. განაგრძეთ კითხვა>>>

რეკლამა
რეკლამის ადგილი