bbcnews.ge

სახელდება სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ხელაჩაურში და-ძმა დაიღუპნენ – ვინ არიან და რას ყვება მათზე გარდაცვლილების ნათესავი?

January 27, 2026 • 17:22 218 ნახვა წყარო: bbcnews.ge

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 55 წლამ­დე და-ძმის ცხე­და­რი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხედ­რე­ბი სახ­ლის მიმ­დე­ბა­რედ იპო­ვეს და და-ძმას ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი არ აღე­ნიშ­ნე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან და­რია და ტა­რი­ელ ფარ­ტე­ნა­ძე­ე­ბი. ისი­ნი სო­ფელ აჭა­რი­საღ­მარ­თი­დან იყ­ვნენ.”ტარო გა­ვი­და 8 სა­ათ­ზე მე­ზო­ბელ­თან, ვერ მი­ვი­და მე­ზობ­ლის სახ­ლამ­დე, გზა­ზე წა­იქ­ცა. ზო­გა­დად ტა­როს ხში­რად უკავ­დე­ბო­და ხელ-ფეხი, ალ­ბათ ახ­ლაც ეგ და­ე­მარ­თა, და­ე­ცა და ად­გო­მა ვერ შეძ­ლო. გა­ი­ყი­ნა სი­ცი­ვე­ში. დი­ლის 9-მდე იქ იმ­ყო­ფე­ბო­და, დამ ვერ იპო­ვა, რად­გან სულ სხვა ად­გი­ლას ეძე­ბა, სა­დაც ძმის ტლე­ფო­ნი იყო – იქ. და­რია ტე­ლე­ფო­ნით რე­კავ­და ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ღა­მის 12 სა­ა­თამ­დე ეძე­ბა. ტე­ლე­ფო­ნის ფან­რით ათ­ვა­ლი­ე­რებ­და გა­რე­მოს, ამ დროს გა­და­ვარ­და შემ­თხვე­ვით წყალ­ში. იქ და­ი­ღუ­პა” – გვიყ­ვე­ბი­ან ახ­ლობ­ლე­ბი.

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლე­ბის კი­დევ ერთ ნა­თე­სავს ესა­უბ­რა:

“დი­ლით მე­ზობ­ლის ბავ­შვმა ნახა ეზოს ჭიშ­კარ­თან ტა­რი­ე­ლი გა­ყი­ნუ­ლი. ამის მერე დის ძებ­ნა და­ი­წყეს და და ნა­ხეს სახ­ლთან ახ­ლოს, პა­ტა­რა ნა­კა­დულ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, სიბ­ნე­ლე­ში როცა ძმას ეძებ­და, ამ დროს ჩა­ვარ­და ნა­კა­დულ­ში, მაგ­რამ ეტყო­ბა და­შავ­და და ამოს­ვლა ვე­ღარ შეძ­ლო. ასე­თი მწა­რე რე­ა­ლო­ბაა.” განაგრძეთ კითხვა…