რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენის და მისი საყვარლის სკანდალი გრძელდება. ცოტა ხნის წინ მიხეილ ხუბუტიამ დოკუმენტური ფილმი დააანონსა და იულია ვანის მხრიდან გამოძალვის მცდელობასა და ჯადოებზე ისაუბრა, ახლა კი რუს ჟურნალისტ ანდრეი მალახოვს მისცა ინტერვიუ, არა მხოლოდ მან, მისმა მეუღლე ეკამაც, რომელთანაც ის განქორწინებული იყო, თუმცა სკანდალის პერიოდში წყვილი შერიგდა.
“ის ესკორტის გოგონაა”
მილიონერის თქმით, ის იულიას მენეჯერის მეშვეობით შეხვდა. მხოლოდ ერთი ღამის გატარებას გეგმავდა, რისთვისაც 10 000 დოლარი გადაიხადა. თუმცა, ბედმა ისინი კვლავ შეახვედრა საერთო მეგობრის, იური როზუმის კონცერტის შემდეგ.
მიხეილმა ასეთ სასიამოვნო შეხვედრაზე უარი არ თქვა და იულიასთან ერთად სუზდალში წავიდა. მოგზაურობის დროს ვანმა მომგებიანი გეგმა მოიფიქრა, თუ რატომ უნდა გაეგრძელებინა ხუბუტიას მასთან ურთიერთობა და არა სხვასთან. „მე შენთვის ეს ბიზნეს პაკეტი მოვიფიქრე. შენ თვეში ზუსტად ერთ მილიონს მომცემ და მე ოქროს ბარათს გაჩუქებ. ის მოიცავს 10 ღამეს, ორ ცეკვას სხვადასხვა კოსტიუმში და კიდევ სამ გასვლას. ეს ღამეში 100 000 დოლარია, ჩათვალე ეს საჩუქარია, ბედისწერის საჩუქარი“, – ამბობს იულია ხუბუტიას მიერ გასაჯაროებულ ვიდეოში.
