×
"ადამიანმა, რომელიც რაინდი მეგონა, ასეთი შეურაცხყოფა მომაყენა..." - რა ამბავს იხსენებს მაია ასათიანი - bbcnews.ge
საზოგადოება

“ადამიანმა, რომელიც რაინდი მეგონა, ასეთი შეურაცხყოფა მომაყენა…” – რა ამბავს იხსენებს მაია ასათიანი

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანი მაია ასათიანი გოგოლა კალანდაძის რუბრიკის, “სახლის” სტუმარი იყო. მაიამ გადაცემაში მის კუმირზე ისაუბრა, რომელმაც მას იმედები გაუცრუა. 

„ერთი ასეთი ისტორია შემემთხვა. ხომ აქვთ ხოლმე გოგონებს აკვიატება, რომელიმე ცნობილ მსახიობზე. 10 წლის ვიყავი, როდესაც სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი შემიყვარდა. მისი ყველა ფოტო მქონდა და ყველა როლი – ნანახი. ვოცნებობდი, რომ ოდესმე რეალურად მენახა.

გავიდა წლები, მე უკვე ნუცა მყავს, გათხოვილი ვარ და „ღამის კურიერისთვის“ მასთან ინტერვიუზე გამაგზავნეს. ყველა ემოცია გამიცოცხლდა – ჩემი ბავშვობის კუმირს უნდა შევხვდე. იქ მიდიოდა არა ჟურნალისტი, არამედ პატარა შეყვარებული გოგო.

ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი იმედგაცრუება. მოხდა ისე, რომ ღამის კურიერში ვიზიტის დაგეგმვაზე ვერ შეთანხმდნენ. ამ ადამიანს გადამღები ჯგუფის მიმართ დიდი აგრესია დაეწყო. ვერ ვიტან ადამიანებს, რომლებიც პატარა გოგო-ბიჭებს ჩაგრავენ თავისი დიდებულებით. ძალიან შეურაცხმყოფლად გვიყვიროდა მხოლოდ იმის გამო, რომ დროზე ვერ შეთანხმდნენ. სახლიდან გამოგვყარა. ადამიანმა, რომელიც რაინდი მეგონა, ასეთი შეურაცხყოფა მომაყენა.

მას როდესაც ვხედავ ხოლმე ეკრანებზე, მუდამ მისი ყვირილი მახსენდება. ამ დროს მე კედელზე მისი ფოტოები მქონდა გაკრული.

ქუჩაში როდესაც ექიმი მიდის და მას ვერ ცნობენ, მან შესაძლოა იმ დღეს ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინა. ზოგიერთს კი იცნობენ, მხოლოდ იმიტომ რომ ეკრანზე ხშირად ჩნდება“, – ამბობს მაია ასათიანი.

Back to top button