
2005 წლის იანვარში რუმინეთიდან გავრცელებულმა ამბავმა მსოფლიო ორ ბანაკად დაყო: 66 წლის პროფესორმა, ადრიანა ილიესკუმ, პირველი შვილი გააჩინა. მაშინ მას გინესის რეკორდსმენის ტიტული მიენიჭა, როგორც “მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ დედას”, თუმცა საზოგადოების ნაწილმა ის ეგოიზმში დაადანაშაულა.
დღეს, 2026 წელს, ადრიანა 87 წლისაა, მისი ქალიშვილი ელიზა კი უკვე 21 წლის მომხიბვლელი სტუდენტია.

ტრაგედია, რომელმაც ექსპერიმენტამდე მიიყვანა
ადრიანა წარმატებული ლიტერატორი და პროფესორი იყო, თუმცა მის პირად ცხოვრებას დიდი ჩრდილი ახლდა. 20 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის გამო, ექიმებმა აიძულეს აბორტი გაეკეთებინა. ამის შემდეგ მან ათწლეულები მარტოობაში გაატარა. როდესაც პენსიაზე გავიდა, მიხვდა, რომ თუ ახლა არ იმოქმედებდა, მისი სახელი სამუდამოდ გაქრებოდა. მან 9 წელი დაყო კლინიკებში და საბოლოოდ, ხელოვნური განაყოფიერების (IVF) გზით დაორსულდა.
ეკლესიის რისხვა და “სიკვდილის კონტრაქტი”
ელიზას დაბადებამ რუმინეთში ნამდვილი ომი გამოიწვია. მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ამ ფაქტს „ღვთის კანონების წინააღმდეგ წასვლა“ უწოდა. ხალხი ქუჩაში აჩერებდა და ეკითხებოდა: „რას იზამ, როცა ბავშვი სკოლაში წავა და შენ საწოლიდან ვეღარ ადგებიო?
ადრიანამ ყველაფერი გათვალა. მან თავის მკურნალ ექიმთან, ბოგდან მარინესკუსთან იურიდიული ხელშეკრულება გააფორმა – თუ დედა გარდაიცვლებოდა, ექიმი იღებდა ვალდებულებას, გოგონას მეურვე გამხდარიყო მის სრულწლოვანებამდე.









