ვინ იყვნენ მამაკაცები, რომლებიც მუხრანში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს - bbcnews.ge
კრიმინალი

ვინ იყვნენ მამაკაცები, რომლებიც მუხრანში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს

მცხე­თის რა­ი­ო­ნის, სო­ფელ მუხ­რან­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლია ორი ადა­მი­ა­ნი.

პირ­ვე­ლა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორი­ვე პირი მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით, მომ­ხდა­რის მო­ტი­ვი შუ­რის­ძი­ე­ბაა და მკვლე­ლო­ბა წარ­სულ­ში არ­სე­ბულ უთან­ხმო­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

AMBEBI.GE-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლუ­ლე­ბი არი­ან ზურა სა­ნა­მაშ­ვი­ლი, გია ქი­ლარ­ჯი­ა­ნი.”ჩვე­ნი სოფ­ლე­ლი ორი ბი­ჭია მოკ­ლუ­ლი, ზურა სა­ნა­მაშ­ვი­ლი და გია ქი­ლარ­ჯი­ა­ნი. მან­ქა­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს ორი­ვე. მი­ზე­ზი არ ვიცი. რაც შე­ვი­ტყვე ის არის, რომ ჩა­ცხრი­ლა ისი­ნი ვი­ღა­ცამ, რო­მე­ლიც ფე­ხით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. სხვა დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი. ვიცი, რომ ზურა და გია იყ­ვნენ ერ­თად. რო­გორც ვიცი, ზუ­რას გვა­რი შეც­ვლი­ლი აქვს, რად­გან სა­ზღვარ­გა­რეთ და­დი­ო­და სა­მუ­შა­ოდ და შე­იძ­ლე­ბა სხვა გვა­რი ჰქონ­დეს, ზურა და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, 42 წლის იქ­ნე­ბა. გია მგო­ნი მას­ზე უფ­რო­სია. ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტი მოხ­და. რა­ტომ გა­ი­მე­ტეს ისი­ნი მო­საკ­ლა­ვად არ ვიცი” – გვიყ­ვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი. განაგრძეთ კითხვა

Back to top button