
ცნობილი პედიატრი ივანე ჩხაიძე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ დედების მიერ ხშირად დასმულ კითხვაზე პასუხობს: უნდა ვაბანაოთ თუ არა ბავშვი, როცა ის გაცივებულია?
„ეს შიში არსებობს და საკმაოდ გავრცელებულია. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი როცა ავად არის და ოფლიანობს, ამით ხელს უწყობთ სხვადასხვა ინფექციის გავრცელებას. აუცილებელია ჰიგიენის დაცვა. თბილ აბაზანაში შეგყავთ ბავშვი და თბილ ოთახში გამოგყავთ. აქ არანაირ გართულებას არ გამოიწვევს. თეორიულად ვამბობ, გართულება იქნება, თუ პირობები არ გაქვთ, აბაზანიდან გამოდიხართ ოთახში, სადაც დიდი ტემპერატურული სხვაობაა. ბანაობისას ბავშვი ვერანაირად ვერ გაცივდება თუ შენარჩუნებული იქნება ტემპერატურა აბაზანასა და ოთახში“ – ამბობს პროფესორი ივანე ჩხაიძე.









