ნანუკა ჟორჟოლიანი: „46 წლის ასაკში გადავწყვიტე, ჩემი ბავშვობის ოცნება ამესრულებინა“ - bbcnews.ge
საზოგადოება

ნანუკა ჟორჟოლიანი: „46 წლის ასაკში გადავწყვიტე, ჩემი ბავშვობის ოცნება ამესრულებინა“

“46 წლის ასაკში გადავწყვიტე, ჩემი ოცნება ავისრულო და გავხდე ფსიქოთერაპევტი. მაშინ, როცა ახალგაზრდა ვიყავი და პროფესიას ვირჩევდი, ვფიქრობდი ჟურნალისტიკასა და ფსიქოთერაპიას შორის, მაგრამ, დედაჩემის გავლენით, ჩავაბარე ჟურნალისტიკაზე.

ძალიან მინდოდა ჩემი ბავშვობის ოცნება ამესრულებინა, მაგრამ ამისთვის ვერასდროს ვერ მოვიცალე. წელს, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოწვევის ქვეშ ვიყავი, ჩემს თავს ვუთხარი, რომ საკუთარი თავი ამერჩია და დავიწყე სწავლა. ჩემი ოცნება არის საკუთარი ფსიქოთერაპიის კაბინეტი გავხსნა. აქედან გამომდინარე, ჩავაბარე და წელს მაგისტრატურაზეც ვაბარებ. ახლა მეორე კურსზე ვარ, მეოთხე კურსიდან უკვე დავიწყებ პრაქტიკას. 2 წელში ჩემს თავს უფლებას მივცემ, რომ საკუთარი კაბინეტი მქონდეს და ბევრჯერ მითქვამს, რომ მინდა წყალტუბოში დიდი სარეაბილიტაციო ცენტრი გავაკეთო, რომელიც იქნება გამორჩეული ამიერკავკასიაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდანაც ივლიან იმისთვის, რომ განიკურნონ”, – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

Back to top button