
2026 წლის 1-ელი მარტიდან საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება იზღუდება.
აღნიშნულს “შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა 2025 წლის ივნისში მიიღო.
იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში კანონიერად შეძლოს მუშაობა, მას უნდა ჰქონდეს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, მოქმედი ბინადრობის ნებართვა, D1 კატეგორიის ვიზა.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე პასუხისმგებელ ორგანოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განისაზღვრა. უწყებას შესაბამისი განცხადებით დამსაქმებელმა უნდა მიმართოს.
უცხო ქვეყნის მოქალაქის შესაბამისი უფლების გარეშე დასაქმების შემთხვევაში, დამსაქმებელიც და დასაქმებულიც დაჯარიმდებიან.









