"გადაწყვეტილება მივიღეთ! ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტები და გაჩვენებთ ფოტოებს, რაზეა საუბარი... მსგავსი ქმედებები დაუშვებელია!" - კახა კალაძე საზოგადოებას მიმართავს - bbcnews.ge
საზოგადოება

“გადაწყვეტილება მივიღეთ! ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტები და გაჩვენებთ ფოტოებს, რაზეა საუბარი… მსგავსი ქმედებები დაუშვებელია!” – კახა კალაძე საზოგადოებას მიმართავს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერია პარლამენტს მიმართავს და ვანდალიზმის ფაქტებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებას მოითხოვს.

როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო 2 წლის განმავლობაში ვანდალიზმის 5 ათასამდე ფაქტი არის დაფიქსირებული, რაც პრობლემას წარმოადგენს.

“მე რამდენიმე დღის წინ შინაგან საქმეთა მინისტრ გეკა გელაძესთან და უწყების სხვა წარმომადგენლებთან მქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც პრობლემის მოგვარების გზებზე ვიმსჯელეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ, მუნიციპალიტეტთან ერთად პროცესშია აქტიურად ჩაერთვებიან შსს-ის წარმომადგენლები” – განაცხადა კალაძემ

Back to top button