
2025 წლის გაზაფხულზე დაწყებული სკანდალი წლის ბოლოს დასასრულს მიუახლოვდა. ბიზნესმენმა, მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილმა მინისტრმა, მიხეილ ხუბუტიამ, თავისი შვილის დედაზე, იულია ვანზე, ნაჯახით თავდასხმისთვის, ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიიღო. 29 წლის ვანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში განაცხადა.
იულია ვანმა, რომელიც იძულებული გახდა, ხუბუტიას მუქარის გამო ქალიშვილთან ერთად საზღვარგარეთ გაქცეულიყო, სასამართლო პროცესი დაასრულა. „სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა! მათ სასჯელი გამოუტანეს – ერთწლიანი პირობითი მსჯავრი! იმედი მაქვს, ამ კაცმა გააცნობიერა თავისი შეცდომა და გულწრფელად მოინანია!“ – წერს ის.
ხუბუტიამ კი აღნიშნა, რომ ეს მისთვის „ყველაზე ჯოჯოხეთური და რთული წელი“ იყო. მას აღარ სურდა ამ საკითხზე საუბარი და აპირებდა, რომ ეს „ცუდი სიზმარივით“ დაევიწყებინა.
შემდეგ ის ახალ წელს თავის მეუღლესთან – ეკა ჯანაშიასთან და უმცროს ვაჟთან ერთად შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად განქორწინდა, ბოლო პერიოდში ხშირად არიან ერთად.









