ივანიშვილმა დამირეკა და მითხრა... - მურმან დუმბაძე - bbcnews.ge
პოლიტიკა

ივანიშვილმა დამირეკა და მითხრა… – მურმან დუმბაძე

მურმან დუმბაძე: „ივანიშვილმა დამირეკა და მითხრა — ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო“

TV პირველის ეთერში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“, ყოფილი დეპუტატი მურმან დუმბაძე ჰყვება, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი კონფლიქტის შემდეგ მას პირადად დაურეკა და გააფრთხილა — „ფრთხილად იყავი, არაფერი მოგივიდესო“.

დუმბაძის თქმით, ეს შემთხვევა იმ პერიოდში მოხდა, როცა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი იყო და მთავრობის დაკომპლექტების პროცესში მონაწილეობდა.

მისივე განცხადებით, მეორე დღეს ივანიშვილმა მასთან საუბარი კვლავ განაგრძო, მოგვიანებით კი კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და პარლამენტის დატოვების სანაცვლოდ უცხოეთში ცხოვრება და სწავლა შესთავაზა.

დუმბაძე იხსენებს:

💬 „წინა დღეს ვიჩხუბეთ, მეორე დღეს კი დამირეკა და მითხრა, რომ ‘ფრთხილად იყავი, ქუჩაში არაფერი მოგივიდესო’. 40 წუთის განმავლობაში მელაპარაკა. მედავებიან ახლა, რატომ არ თქვიო — მაშინ იმიტომ არ ვთქვი, რომ ხელისუფლებაში ახალი მოსული ვიყავი და არავინ დაიჯერებდა. მე იქეთ მივაწექი, მე ვუთხარი, შენ ვერ მასწავლი — ჩემ უფლებამოსილების ფარგლებში რასაც მინდა, ისე გავაკეთებ. მეორე-მესამე დღეს ისევ დამირეკა, მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, მითხრა, დატოვე პარლამენტი და უცხოეთში გაგიშვებო საცხოვრებლად და სასწავლებლად. მე ვუთხარი, მე რომ უცხოეთში წასვლა მინდოდეს, ჩემით წავალ, შენი დაფინანსება არ მჭირდება-მეთქი. მე უკან არ დამიხევია.“

დუმბაძის განცხადებით, ამ ზარის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იგი პირდაპირ უკავშირებს ივანიშვილთან კონფლიქტს და ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ დააპატიმრეს მისი გუნდის წევრი:

💬 „ამ ზარის შემდეგ, ორ კვირაში, ჩემი გუნდის წევრი, ჩემი მეგობარი, ხელვაჩაურის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე დააპატიმრა ქრთამის აღების ბრალდებით — ტყუილად… ეს კაცი არის ავადმყოფი“, — განაცხადა მურმან დუმბაძემ.

Back to top button