შემთხვევა

ავარიას ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ოკუპირებული სო­ხუ­მის გზა­ზე მომ­ხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ცოლ-ქმარი, მზი­სა შე­რო­ზი­ა და ჯიმ­შერ მეს­ხი­ა დაიღუპნენ. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში იმყოფებოდა მათი შვილიც, რომელმაც შეჯახების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

ოჯახი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარიდან დევნილი იყო.

Back to top button