ფაქტია, რომ ირაკლიმ გადაწყვიტა...ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი - bbcnews.ge

ფაქტია, რომ ირაკლიმ გადაწყვიტა…ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის პირველი კომენტარი

12.01.2026

ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

“ის, რომ მთელი “სანაცეთი” ზეიმობს, ჩვეულებრივი ამბავია.. ისედაც განადგურებულები არიან და მათი გაბოროტებული ემოციები საერთოდ არ მაინტერესებს” – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ჩემთვის რთულია ემოციების გარეშე გავიაზრო ის, რაც ხდება ირაკლის გარშემო, მით უმეტეს რთულია გადმოგცეთ ჩემი მოსაზრება, ისე რომ არ დავაზიანო ის, რასაც ირაკლი მთელი შეგნებით უფრთხილდებოდა და უფრთხილდება.. 

ის, რომ მთელი “სანაცეთი” ზეიმობს, ჩვეულებრივი ამბავია.. ისედაც განადგურებულები არიან და მათი გაბოროტებული ემოციები საერთოდ არ მაინტერესებს.. 

სასაცილოა, იმ ადამიანების სიხარული, აჟიოტაჟი, რომლებაც ჰგონიათ, რომ დაუფასდებათ და რაიმე სარგებელს მიიღებენ..  

ბრალშიც წერია და განაჩენშიც, რომ ირაკლის არავისთვის მოუპარავას… არ უსარგებლია სახელმწიფო გავლენით და მით უმეტეს, არც კორუფციაშია ბრალდებული.. 

ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერზე არსებობს პასუხები და საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები მიზეზები..

ფაქტია, რომ ირაკლიმ გადაწყვიტა არ შესულიყო სამართლებრივ დავაში.. რომელშიც შესაძლებელია გამართლებულიყო ან არ გამართლებულიყო, ამაზე ვერ ვიმარჩიელებთ. დაზუსტებით კი იმის თქმა შემიძლება, თუ რა სახეს მიიღებდა აღნიშნული პროცესი და როგორ დაზიანდებოდა ის საქმე რომელსაც გულწრფელი სიყვარულით ემსახურა და ქვეყანას, რომლისთვისაც სიცოცხლესაც გაწირავს..    

ვიცი, გამოჩნდებიან “ცინიკოსები” და დაიწყებენ ქილიკს და საპირისპიროს მტკიცებას.. მაგრამ, ვინც კარგად იცნობს ირაკლი ღარიბაშვილს მიხვდება რასაც ვამბობ..!” – წერს ალექსანდრე თამაზაშვილი. 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა. 

რეკლამა
რეკლამის ადგილი