პოლიტიკა

ადვოკატმა უპასუხა კითხვას, მისცა თუ არა ღარიბაშვილმა ჩვენება ვინმეს წინააღმდეგ

ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ღვინის ქარხანა არ ჩამოერთმევა.

მიხეილ შაყულაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის ამოღებული ოქროს ნივთები ექსპრემიერს ან მის ოჯახს არ ეკუთვნის.

რასაც უფლებადამცველი დადასტურებულად ამბობს, არის ის, რომ “ქართული ოცნების” ლიდერის სახლის ჩხრეკისას  ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი ამოიღეს. 

ფულთან ერთად, ღარიბაშვილს კუთვნილი ავტომობილების ნაწილიც ჩამოართვეს. 

არ ჩამოერთმევა ქარხანა იმიტომ, რომ ბრალის ფორმულირებაც კი გაკეთდა იმის გამო, რომ რეალურად შეძენილი ჰქონდა ამ ადამიანს. ამასთან, ის ოქროები და საათები და ა.შ ნივთები, არცერთი ირაკლი ღარიბაშვილის არ ყოფილა. მისი სახლიდან იყო ამოღებული ე.წ. ფლეშკები და მსგავსი რაღაცები და 6.5. მლნ დოლარი, რომელიც ასევე ჩამოერთვა და მიემართა სახელმწიფო ბიუჯეტში. იმიტომ არ არის სამოხელეო დანაშაული, რომ მის სამსახურებრივ საქმიანობასთან ქარხნის ფუნქციონირება, აწყობა, რემონტი და ა.შ. არ არის დაკავშირებული. მე ვმუშაობ, პრემიერ ვარ, მაგრამ მაქვს ბიზნესი, ცალკე, რომელსაც არ ვარეგისტრირებ და ამიტომაც მივიღე სასჯელი. ისეთი მუხლი აქვს წარდგენილი, რომ ჩვენება საერთოდ არ არის საჭირო. არის საგადასახადო ამონაწერები, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული დოკუმენტაცია. იქ წერია, რა გადაიხადა, რა აქვს და რა არ აქვს”- თქვა უფლებადამცველმა.

“პირველების” კითხვის შემდეგ, შაყულაშვილმა თქვა, რომ “ირაკლი ღარიბაშვილს არავისთვის არც მიუცია, არც აპირებს და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას”.

ითანამშრომლა საკუთარ თავზე… წაუყენეს ბრალდება ე.წ. ფულის გათეთრებაში, ამ ადამიანმა აღიარა დანაშაული, წავიდა ციხეში, დაადეს ჯარიმა, წაართვეს მანქანები და ამ შემთხვევაში, ამ ეტაპზე გზაშია, რომ მივიდეს რუსთავამდე თუ სადაც მიჰყავთ, ციხემდე.

ჩვენი მხრიდან გამოძიებას წარვუდგინეთ საბანკო მიზნობრივი ხელშეკრულებები სესხის, ერთი სესხი იყო ის, რომ შეეძინათ მიწა და აეშენებინათ ქარხანა. მეორე სესხი იყო ის, რომ შეეტანათ აპარატურა და ეს აპარატურა გაემართათ და ემუშავათ. დღემდე მიდის ამის დაფარვა ყოველთვიურად, მიზნობრივად“,- განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

Back to top button