
სამტრედია–აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მომხდარი უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებულმა 18 წლის ლიკა კუჭუხიძემ შეიტყო, რომ მისი მეუღლე, ბაჩო ლასარეიშვილი ავარიას ემსხვერპლა.
“შეუსრულებელ 20-წელს გილოცავ, ჩემო ანგელოზო. ჩვენ სულ სხვანაირად გვინდოდა აღგვენიშნა ეს დღე, მაგრამ სულ სხვანაირად მოხდა ყველაფერი.
ძალიან მიჭირს, შენზე წარსულში საუბარი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შენ გამაძლიერებ ზეციდან. შენ ხარ ჩემი მარადიული სიყვარული.
როგორ გვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენ ხომ მხოლოდ ერთად ყოფნას ვნატრულობდით. გპირდები, რომ ჩვენი სიყვარული გახდება მაგალითი იმისა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული.
უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო, ჩვენს მარადიულ სიყვარულზე. იმ დონემდე გიყვარდი გარდაცვალების დროსაც, რომ მე გახსოვდი, “ლიკას მიმიხედეთო,, რამხელა ტკივილს იგრძნობდი მაგ დროს, წარმოდგენაც არ მინდა ცხოვრება.
როგორ დახუჭე შენი მოციმციმე ლამაზი თვალები. შენს სულს ვენაცვალე მე, შეხვედრამდე ჩემო ერთადერთო სიყვარულო” – წერს ლიკა კუჭუხიძე და ვიდეოს აზიარებს.









