მამა-შვილს მანქანით გადაუარეს - სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც - bbcnews.ge
კრიმინალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შუახნის მამაკაცებს შორის დაწყებული კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. 

დანაშაული სოფელ ყარათაქლაში 5 იანვარს მოხდა. ინფორმაციას aktual.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის კონფლიქტი ქორწილში დაიწყო, შემდეგ კი კაფეში, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მოგვიანებით, აიდინ მამედოვის სამი ვაჟი საქმის გასარჩევად, მანქანით, ფაილ ალიევის სახლთან მივიდა. სახლში მომხდარი დაპირისპირების დროს ფაილ ალიევის ვაჟმა 2 მათგანი დანით დაჭრა. აიდინ მამედოვის მესამე ვაჟმა კი, ფაილ ალიევსა და მის ვაჟს მანქანით გადაუარა.

ფაილ ალიევი ადგილზე დაიღუპა, შემთხვევის დროს დაშავებული მისი ვაჟი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში არიან გადაყვანილები აიდინ მამედოვის ვაჟებიც, რომლებიც დაჭრილები არიან.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19–109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მიმდინარეობს.

Back to top button