
ახალქალაქში, ყოფილი პირველი სამხედრო ქალაქის ერთ-ერთ მრავალსართულიან შენობაში, მეოთხე სართულზე მდებარე ბინაში ხანძარი გაჩნდა. ambebi.ge-ს ცნობით, ბინაში 31 წლის ქალი ეკატერინე პერევერზე, კიდევ ერთი, 25 წლის გოგონა და 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდნენ.
არსებული ინფორმაციით, ქალი ცეცხლმოკიდებული ბინიდან თავის დაღწევას ცდილობდა, ის აივანზე გავიდა, ქვედა სართულზე გადაძრომა სცადა, რა დროსაც გადავარდა და ადგილზე დაიღუპა. ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა ბინაში მყოფი ორი პირის გადარჩენა შეძლეს. ისინი ახლა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით თბილისში არიან გადაყვანილები.
როგორც მერის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში ამბობს, ეს ბინა მათ ნაქირავები ჰქონდათ. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ახლა სამართალდამცავები ადგენენ. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი გაზის აფეთქებამ გამოიწვია. ჩვენი ინფორმაციით, როცა 112-ში შეტყობინება შევიდა ხანძარზე, ახალგაზრდა ქალი უკვე გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილია ეკატერინე პერევერზე, მარტოხელა დედა. მას დარჩა 7 წლის შვილი, რომელიც ტრაგედიის დროს დეიდასთან იყო.
“დაახლოებით ღამის 1 საათზე შევიდა შეტყობინება, რომ ხანძარი იყო და შველას ითხოვდნენ. მაშინვე ითქვა, რომ ადგილზე იყო მსხვერპლი. შეტყობინებიდან 5 წუთში ადგილზე იყვნენ მისული მეხანძრე მაშველები. ახალქალაქის სახანძროდან შორს არ არის ეს ადგილი მაქსიმუმ 5 კილომეტრია იქამდე. იქ მისულ მაშველებს ერთი ადამიანი უკვე გარდაცვლილი დახვდათ ეზოში და ასევე კიდევ ერთი ადამიანი იყო ხანძრის დროს აივანზე გადმოკიდებული და ისიც შველას ითხოვდა. ის გოგონა გადმოიყვანეს სამშვიდობოს, ხოლო კიდევ ერთი მამაკაცი მეხანძრეებმა მისვლიდან მალევე იპოვეს ცეცხლმოკიდებული ბინის აბაზანაში და იქიდან გამოიყვანეს. ახალგაზრდა ბიჭი ჯერ კიდევ გონზე იყო, როცა ის მაშველებმა ნახეს, გონება მერე გზაში დაკარგა, სანამ მას სასწრაფომდე მიიყვანდნენ. ვინც დარეკა და დახმარება ითხოვა, იმან ისიც დააფიქსირა, რომ ადამიანი იყო გარდაცვლილი. მეხანძრე მაშველები ვერაფერს ვერ იზამდნენ, სამწუხაროდ. სავარაუდოდ ეძინათ, როცა ხანძარი გაჩნდა. განაგრძეთ კითხვა>>>>









