
პარტია “ფედერალისტების” წევრის, ნარკოლოგ ზურა სიხარულიძის ცნობით, ახალი წლის დღეებში, ზედოზირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც “ფედერალისტების” წევრი სოციალურ ქსელში წერს, 3 პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაში – 10 დღეა კომაში არიან.
“მხოლოდ ამ ახალი წლის დღეებში, ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, დაფიქსირდა ზედოზირების 15 შემთხვევა. სამი პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, კომაში უკვე 10 დღეა. დღეს საბურთალოზე სამი ახალგაზრდა ზედოზირებით კვლავ უმძიმეს მდგომარეობაშია.
გააგრძელეთ ასე „რეფორმების“ გატარება ამ დარგში და შედეგი კიდევ უფრო უარესი იქნება. ლირიკაზე მთელი ქვეყანა „შეჯდა“, ხოლო ფსიქიატრიულში გამწვავებული პაციენტი ვერ დავაწვინე – ადგილი უბრალოდ არ იყო. ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტებით სისტემაა სავსე და ეს ვითომ რეფორმაა? ძალიან „წარმატებული“, აბა რა.
მიდით, მიაწექით ციხეები ისედაც გადავსებულია მომხმარებლებით – ესეც ფაქტია, უტყუარი. და რაც ყველაზე საშიშია, ყველაფერი იქით მიდის, რომ ფენტანილმა ფეხი შემოდგა და ახლა ჩვენს ქუჩებში და მიწაში გავრცელდება. ძაან სწრაფი იაფი და ოროღა აბა ჰე წინ და წინ ბრიფინგი დამაკლდა წლის ბოლოს წატამტებული რეფორმის შედეგების კიდევ უფრო მკაფიო“ – წერს სიხარულიძე.









