
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ყინვების შესახებ აფრთხილებს.
„4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. კოლხეთის დაბლობზე ზოგან ღამის ტემპერატურა შესაძლებელია -8, ხოლო შიდა ქართლში -17 გრადუსამდე დაეცეს. შესაძლოა მნიშვნელოვნად დაზიანდეს სუბტროპიკული კულტურები და ვაზის ნარგავები.ძლიერმა ყინვებმა და ლიპყინულმა შესაძლებელია გამოიწვიოს შეზღუდვები საავტომობილო გზების და მაგისტრალების ცალკეულ მონაკვეთებზე და შემოყინულობა ელექტროგადამცემ ხაზებზე (საფრთხის დონე საშუალო).“ – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.









