“უკან და­სა­ხე­ვი გზა უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს!” - ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავენ - bbcnews.ge
საზოგადოება

“უკან და­სა­ხე­ვი გზა უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს!” – ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავენ

ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2025 წელს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გო­ნი­ე­რე­ბი­თა და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მშვი­დი და პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კით ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი გა­ვე­ცით – რა თქმა უნდა, გა­ჩე­რე­ბას და და­ნე­ბე­ბას არც 2026 წელს ვა­პი­რებთ, რად­გან ჩვენს უკან ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი, ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი დგას, ჩვენს უკან დგა­ნან ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, ამი­ტო­მაც, უკან და­სა­ხე­ვი გზა უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს! – ამის შე­სა­ხებ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და მისი მე­უღ­ლის, ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გუნ­დი არ და­იღ­ლე­ბა “ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში“.”ძვირ­ფა­სო თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ნო! სა­ქარ­თვე­ლო­ში და ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ მცხოვ­რე­ბო ქარ­თვე­ლე­ბო!

გი­ლო­ცავთ დამ­დეგ შობა-ახალ წელს! მშვი­დო­ბის, ერ­თი­ა­ნო­ბი­სა და წარ­მა­ტე­ბის წელი ყო­ფი­ლი­ყოს ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი­სა და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის. თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ვუ­სურ­ვებ ჯან­მრთე­ლო­ბას და კე­თილ­დღე­ო­ბას. ამავდრო­უ­ლად, გი­სურ­ვებთ, გწამ­დეთ უკე­თე­სი ხვა­ლინ­დე­ლი დღის, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბის, ძლი­ე­რი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს ერ­თად ვა­შე­ნებთ!

გა­მოწ­ვე­ვე­ბით და სირ­თუ­ლე­ე­ბით იყო აღ­სავ­სე გა­სუ­ლი წელი. სა­ზო­გა­დო­ე­ბა თვალ­ნათ­ლივ ხე­დავ­და, თუ რო­გორ ებ­რძო­და გლო­ბა­ლუ­რი, ბო­რო­ტი ძალა სა­ქარ­თვე­ლოს. ძალა, რო­მელ­საც არა­ჯან­სა­ღი ამ­ბი­ცია აქვს მსოფ­ლიო მმარ­თვე­ლო­ბა­ზე. ჩვენ ყვე­ლა ერ­თად ვხე­დავ­დით იმ ღია, და­უ­ფა­რავ და უთა­ნას­წო­რო და­პი­რის­პი­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ერ­თი­ა­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, და­პი­რის­პი­რე­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ად­გი­ლი ჰქონ­და რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ასე­ვე ქვეყ­ნის გა­რე­დან.

ურ­თუ­ლე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2025 წელს, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გო­ნი­ე­რე­ბი­თა და ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი, მშვი­დი და პრაგ­მა­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კით ყვე­ლა გა­მოწ­ვე­ვას სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხი გა­ვე­ცით, გა­რე­დან წა­მო­სულ ყვე­ლა დარ­ტყმას ღირ­სე­უ­ლად დავ­ხვდით და ერთი ნა­ბი­ჯი არ გა­დაგ­ვიდ­გამს უკან ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს, ჩვე­ნი ხალ­ხი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის ბრძო­ლა­ში.

რა თქმა უნდა, გა­ჩე­რე­ბას და და­ნე­ბე­ბას არც 2026 წელს ვა­პი­რებთ, რად­გან ჩვენს უკან ჩვე­ნი სამ­შობ­ლო, ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბი, ჩვე­ნი კულ­ტუ­რა და ტრა­დი­ცი­ე­ბი დგას, ჩვენს უკან დგა­ნან ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, ამი­ტო­მაც, უკან და­სა­ხე­ვი გზა უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობს! ჩვენ არ გვაქვს არ­ჩე­ვა­ნი! სამ­შობ­ლოს, ერი­სა და წი­ნაპ­რე­ბის წი­ნა­შე ვალ­დე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ და­ვიც­ვათ ყვე­ლა ის ფა­სე­უ­ლო­ბა, და­ვიც­ვათ ყვე­ლა ის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რა­მაც ჩვე­ნი მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ერი დღე­ვან­დელ დღემ­დე ამა­ყად მო­იყ­ვა­ნა!

ნუ­რა­ვის ექ­ნე­ბა ილუ­ზია, რომ პი­რა­დად მე, ან ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი და­იღ­ლე­ბა ამ უთა­ნას­წო­რო ბრძო­ლა­ში, თუმ­ცა მთა­ვა­რია, რომ ჩვენ­მა ხალ­ხმა, ზუს­ტად ისე, რო­გორც აქამ­დე, 2026 წელ­საც მკა­ფი­ოდ გა­არ­ჩი­ოს ვი­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს მტე­რი და ვინ – მოყ­ვა­რე!

მო­ცე­მუ­ლო­ბას ობი­ექ­ტუ­რად ვა­ფა­სებ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ასეც იქ­ნე­ბა, რად­გან ჩემ­და სა­ა­მა­ყოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში შედ­გა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ­ლის მო­ტყუ­ე­ბა, რომ­ლის ემო­ცი­ე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა არა­თუ მარ­ტი­ვი არაა, არა­მედ შე­უძ­ლე­ბე­ლია! დიახ, ასე­თია დღეს მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხი!

პი­რა­დად მე, რო­გორც ჩემი სამ­შობ­ლოს ერთი, რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი, ჩემს პო­ლი­ტი­კურ გუნდთან ერ­თად, 2026 წელ­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის და ჩვე­ნი ოჯა­ხე­ბის სა­და­რა­ჯო­ზე ვიქ­ნე­ბი! ამ რთულ და სა­პა­ტიო მი­სი­ას შე­ვას­რუ­ლებთ პირ­ნათ­ლად იქამ­დე, სა­ნამ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ჭი­როდ ჩათ­ვლის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია!

ჩემი და ჩემი მე­უღ­ლის სა­ხე­ლით კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ დამ­დეგ შობა-ახალ წელს! გუ­ლი­თა­დად გი­სურ­ვებთ მშვი­დო­ბას, კე­თილ­დღე­ო­ბას და ულევ სი­ხა­რულს. იმე­დი, მო­მავ­ლის რწმე­ნა და ბა­რა­ქა ყო­ფი­ლი­ყოს თქვენს ოჯა­ხებ­ში.

ღმერ­თი იყოს ჩვე­ნი და ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს მფარ­ვე­ლი! ბი­ძი­ნა და ეკა­ტე­რი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლე­ბი”,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

Back to top button