რა ვითარებაა რიკოთზე - უახლესი ინფორმაცია მძღოლებს - bbcnews.ge
საზოგადოება

რა ვითარებაა რიკოთზე – უახლესი ინფორმაცია მძღოლებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, რიკოთის უღელტეხილზე შეზღუდვები დაწესდა.

„ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ 162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Back to top button