ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი დუმილს არღვევს - მედიაში ჯორ­ჯი­ნას ადვოკატების განცხადება ვრცელდება - bbcnews.ge
მსოფლიო

ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუი დუმილს არღვევს – მედიაში ჯორ­ჯი­ნას ადვოკატების განცხადება ვრცელდება

მას შემ­დეგ, რაც ილია თო­ფუ­რი­ამ სა­ჯა­როდ მი­ა­ნიშ­ნა შან­ტა­ჟის მცდე­ლო­ბა­ზე, ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­იმ დუ­მი­ლი და­არ­ღვია. გა­მო­ცე­მა La Otra Crónica-სთვის გაგ­ზავ­ნილ ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში, ად­ვო­კა­ტე­ბი მო­ი­თხო­ვენ, მათი სი­ტყვე­ბი ზუს­ტად ისე იქ­ნას გა­გე­ბუ­ლი, რო­გორც წე­რია და არ მოხ­დეს მათი ინ­ტერპრე­ტა­ცია.

“იმ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ბოლო დროს ვრცელ­დე­ბა და რომ­ლებ­საც აქვთ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი ხა­სი­ა­თი, მი­ვიჩ­ნევთ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შემ­დე­გი გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა:

ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც არის მკაც­რად პი­რა­დი და ოჯა­ხუ­რი ხა­სი­ა­თის და რო­მე­ლიც პირ­და­პირ ეხე­ბა არას­რულ­წლო­ვანს. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით – ჩვენს კლი­ენ­ტსა და ილია თო­ფუ­რი­ას სა­ერ­თო შვილ­ზე ზრუნ­ვის გამო – ბიზ­ნეს­ვუ­მენ­მა აირ­ჩია გზა, რომ არ გა­ა­კე­თოს არა­ნა­ი­რი სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა. ჩვენ მივ­მარ­თავთ ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, რათა თავი აა­რი­დონ სპე­კუ­ლა­ცი­ებს ან პა­რა­ლე­ლუ­რი სა­სა­მარ­თლო­ე­ბის მო­წყო­ბას და გა­მო­ი­ჩი­ნონ პა­ტი­ვის­ცე­მა მიმ­დი­ნა­რე სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის მი­მართ.“

ჯორ­ჯი­ნა უზკა­ტე­გუ­ის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მკა­ფიო გზავ­ნი­ლი იკი­თხე­ბა:

პირ­ველ რიგ­ში, დაც­ვის მხა­რე თო­ფუ­რი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ბრალ­დე­ბებს შან­ტა­ჟის შე­სა­ხებ პირ­და­პირ უწო­დებს „ცი­ლისმწა­მებ­ლურს“ და სი­მარ­თლეს­თან შე­უ­სა­ბა­მოს; ამას­თან, ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ჯორ­ჯი­ნას დუ­მი­ლი არა არ­გუ­მენ­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას, არა­მედ მხო­ლოდ მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის დაც­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა; სა­ბო­ლო­ოდ კი, ად­ვო­კა­ტე­ბი მე­დი­ას მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, რომ ისი­ნი სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბას არა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, არა­მედ მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში, სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით აპი­რე­ბენ.

განაგრძეთ კითხვა>>>

Back to top button