
თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფში“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ლიგის 2025 წლის სეზონის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც საუკეთესოები მამაკაცთა და ქალთა შორის სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს.
მამაკაცთა შორის საქართველოს ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქუთაისის „ტორპედოს“ თავდამსხმელი, ნორვეგიელი ბიორნ იონსენი დასახელდა, ხოლო ქალთა შორის – „ნიკე-ლუსოს“ თავდამსხმელი – თეონა ბაქრაძე.









