სასიხარულო ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის - გადაწყვეტილებას გუშინ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს მხარი - bbcnews.ge
საზოგადოება

სასიხარულო ინფორმაცია ტაქსის მძღოლებისთვის – გადაწყვეტილებას გუშინ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს მხარი

ტაქსის მძღოლები მგზავრთა გადაყვანის „A“ კატეგორიის ნებართვის გაცემის საფასურის იმ დავალიანებისგან გათავისუფლდებიან, რომელიც მათ 2025 წლის პირველ ნოემბრამდე დაედოთ. აღნიშნულ გადაწყვეტილებას გუშინ თბილისის საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს მხარი.

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, შალვა ოგბაიძის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არის ერთგვარი სოლიდარობის გამოცხადება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც გარკვეული მიზეზების გამო დავალიანება დაუგროვდათ.

„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ გადაწყვეტილებისთვის, რაც, ჩემი აზრით, მძღოლების მიმართ სოლიდარობის გამოცხადებაა. ამ ადამიანებს სხვადასხვა მიზეზთა გამო დავალიანება დაუგროვდათ, რომელიც ამჯერად ჩამოეწერებათ. მომავალი წლიდან კი ამ მიმართულებით მონიტორი გამკაცრდება“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

Back to top button