"მინდა, სიახლე გაგაცნოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე..." - ზურაბ ჯაფარიძე - bbcnews.ge

“მინდა, სიახლე გაგაცნოთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე…” – ზურაბ ჯაფარიძე

22.12.2025

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ – ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, კოალიცია ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ქიმიური ნივთიერების გამოყენების თაობაზე დოკუმენტაცია და ინფორმაცია შეაგროვა, რომელსაც საერთაშორისო სტრუქტურებში გადააგზავნის.

როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროისთვის მოძიებულია 9 საერთაშორისო სტრუქტურა, სადაც გაიგზავნება მოთხოვნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას.

რეკლამა
რეკლამის ადგილი