უბედური შემთხვევა დიღომში - 25 წლის მამაკაცი ტრაგიკულად დაიღუპა - bbcnews.ge

უბედური შემთხვევა დიღომში – 25 წლის მამაკაცი ტრაგიკულად დაიღუპა

22.12.2025

თბილისში, დიღომში კორპუსების მშენებლობაზე, 25 წლის მუშა გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.

კაცი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

რეკლამა
რეკლამის ადგილი