ფრთხილად, ეს პროდუქტები ორგანიზმს წამლავს! მწვანე კარტოფილი და უმი ლობიო - ნახეთ, რატომ არ უნდა შეინახოთ ისინი მაცივარში! - bbcnews.ge
რჩევები

ფრთხილად, ეს პროდუქტები ორგანიზმს წამლავს! მწვანე კარტოფილი და უმი ლობიო – ნახეთ, რატომ არ უნდა შეინახოთ ისინი მაცივარში!

მსოფლიოს ყველაზე საშიშ საკვებზე საუბრისას, ალბათ თვალწინ წარმოგიდგებათ ის ეგოზტიკური კერძები, რომელთა გასინჯვაც ნამდვილად არაა მარტივი. სწორედ ასეთია ცოცხალი კორეული რვაფეხა, რომელიც ჭამის დროს გებრძვის კიდეც. თუმცა, ალბათ, გაგიკვირდებათ და საშიში საკვების დიდი ნაწილი შეიძლება საკუთარ მაცივარშიც აღმოაჩინოთ.

ალუბლის კურკა

ალუბლის კურკა მომწამვლელ ციანიდ – წყალბადის მჟავას შეიცავს. ამიტომ მისი გადაყლაპვა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. იგივე ეხება ატამს, ქლიავს, გარგარს. თუმცა არ იდარდოთ. მართალია, ციანიდ–წყალბადის მჟავა საწამლავია, მაგრამ თქვენს სიცოცხლეს მხოლოდ 1 ტონა კურკის გადაყლაპვის შემთხვევაში დაემუქრება საფრთხე.

ჰოთდოგი

ჰოთდოგი ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო პროდუქტია მსოფლიო მასშტაბით. მისი კბეჩისა და ღეჭვისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენას გირჩევთ. გარდა იმისა, რომ ზოგადად ჰოთდოგებს საეჭვო ინგრედიენტებისგან ამზადებენ, უამრავ საავადმყოფოში ფიქსირდება შემთხვევები, როცა ჰოთდოგმა გაგუდვის საფრთხე შექმნა. პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია 3 წლამდე ბავშვებში.

არაპასტერიზებული ყველი

აშშ-ში არაპასტერიზებული ყველის გაყიდვა, მასთან დაკავშირებული რისკების გამო, კანონით აკრძალულია. არაპასტერიზებული რძე და შესაბამისად, არაპასტერიზებული ყველი შეიძლება, შეიცავდეს დიდი რაოდენობით მავნე ბაქტერიებს, რაც სხვადასხვა დაავადების გავრცელების საფუძველიც შეიძლება გახდეს.

მწვანე კარტოფილი

აუცილებლად დაელოდეთ, ვიდრე კარტოფილი მომწიფდება და საკვებად ვარგისი გახდება. არაერთი დებატისა და მსჯელობის საგანი გამხდარა მწვანე, ე.წ. მოუმწიფებელი კარტოფილის მავნებლობა. ცნობილია, რომ ის შეიცავს მავნე ტოქსინს – სოლანინს. United States National Library of Medicine-ს ცნობით, მისი დიდი რაოდენობით მოხმარება სერიოზულ დაავადებებს იწვევს.

ყავისფერი ლობიო

ყავისფერი ლობიო ბევრის საყვარელი კერძია. თუმცა სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ არავითარ შემთხვევაში მიირთვათ უმი ლობიო. უმი ლობიო შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც იწვევს ღებინებასა და თავის ტკივილს. მოხარშვისას კი პროდუქტი ამ ნივთიერებებისგან თავისუფლდება.

Back to top button