ვინ არის და რას ჰყვება თამუნა ამონაშვილის მეუღლე - "ჩვენი ბიოლოგიური შვილები არიან, სუროგაციით შეგვეძინა" - bbcnews.ge
საზოგადოება

ვინ არის და რას ჰყვება თამუნა ამონაშვილის მეუღლე – “ჩვენი ბიოლოგიური შვილები არიან, სუროგაციით შეგვეძინა”

16-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის, ბრძო­ლი­სა და ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რთუ­ლი წლე­ბის შემ­დეგ, პრო­დი­უ­სერ რე­ზი­კო არჩვა­ძი­სა და მომ­ღე­რალ თა­მუ­ნა ამო­ნაშ­ვი­ლის ოჯახ­ში დიდი ზე­ი­მია – წყვილს ტყუ­პი, ქალ-ვაჟი შე­ე­ძი­ნა. პა­ტა­რე­ბი, სა­ხე­ლად იონა და მე­ლა­ნია, ქვე­ყა­ნას 1-ელი სექ­ტემ­ბერს მო­ევ­ლინ­ნენ, თუმ­ცა მშობ­ლებ­მა ეს ბედ­ნი­ე­რი სი­ახ­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბას მხო­ლოდ ახლა გა­უ­ზი­ა­რეს.

ეს არის ის­ტო­რია დიდ სიყ­ვა­რულ­ზე, იმედ­სა და სას­წა­ულ­ზე, რო­მელ­საც წყვი­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ელო­და. რო­გორც რე­ზი­კო არჩვა­ძე ჩვენ­თან ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს, შვი­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის გზა იმ­დე­ნად რთუ­ლი და ფი­ნან­სუ­რად დატ­ვირ­თუ­ლი იყო, რომ ოჯა­ხი უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე იდგა – იყო მო­მენ­ტი, რო­დე­საც მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სახ­ლის გა­ყიდ­ვა­ზეც კი ფიქ­რობ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბით და ბედ­ნი­ე­რი და­სას­რუ­ლით დაგ­ვირ­გვინ­და. პრო­დი­უ­სე­რი ემო­ცი­უ­რად სა­უბ­რობს იმ გან­ცდებ­ზე, რაც მშობ­ლო­ბას ახ­ლავს თან და გან­ვლილ რთულ გზას იხ­სე­ნებს

– რე­ზი­კო, გი­ლო­ცავთ, რო­დის და­ი­ბად­ნენ პა­ტა­რე­ბი და რა­ტომ არ სა­უბ­რობ­დით ამ სი­ახ­ლე­ზე აქამ­დე?

– ბავ­შვე­ბი 1-ელ სექ­ტემ­ბერს და­ი­ბად­ნენ, უკვე სამი თვი­სე­ბი არი­ან. უბ­რა­ლოდ, ამის აფი­ში­რე­ბა არ გვინ­დო­და ჯერ, ასე გა­დავ­წყვი­ტეთ. ძა­ლი­ან მა­გა­რი შეგ­რძნე­ბაა ნა­ნატ­რი შვი­ლე­ბის შე­ძე­ნა. ამ­დე­ნი წელი სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დით, რომ ამის­თვის გვებ­რძო­ლა და გვემ­კურ­ნა­ლა. ძა­ლი­ან ბევ­რი გან­ვლი­ლი წელი გვაქვს უკან, რო­მელ­შიც ჩა­დე­ბუ­ლია დიდი შრო­მა. ღვთის ნე­ბით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, შე­იძ­ლე­ბა ისე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, არც მომ­ხდა­რი­ყო.

იმ­დე­ნად ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს, ხან­და­ხან ვერც ვარ­ჩევ ერ­თმა­ნე­თის­გან. ბიჭს ბიბ­ლი­უ­რი სა­ხე­ლი შე­ვურ­ჩიე – იონა, მა­ცხო­ვა­რიც ახ­სე­ნებს აღ­თქმა­ში და გო­გო­ნას – მე­ლა­ნია, ასე­ვე წმინ­და­ნის სა­ხე­ლი.

– ჩარ­თუ­ლი ხართ ბავ­შვე­ბის მოვ­ლა­ში?

– რა თქმა უნდა, დამ­ხმა­რეს გა­რე­შე ვზრდით მე და თა­მუ­ნა. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბავ­შვე­ბი არი­ან. ეს პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ბავ­შვის კონ­ტაქ­ტის­თვის მშობ­ლებ­თან, გვინ­და, რომ ჩვენს სით­ბო­ში და სიყ­ვა­რულ­ში იყ­ვნენ. თა­მუ­ნას კონ­ცერ­ტი ან ჩა­წე­რა თუ აქვს, მო­დი­ან მე­გობ­რე­ბი და გვეხ­მა­რე­ბი­ან.

თა­მუ­ნა ძა­ლი­ან შეც­ვა­ლა დე­დო­ბამ. ხე­ლოვ­ნურ კვე­ბა­ზე არი­ან ბავ­შვე­ბი და ორი თვე სა­ო­ცარ რე­ჟიმ­ში ვი­ყა­ვით. ორი სა­ა­თი გვე­ძი­ნა დღე­ში. მად­ლო­ბა უფალს, რომ ამი­სი ძალა და ენერ­გია მოგ­ვცა.

– რე­ზი­კო, წლე­ბია, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­დით სა­ცხოვ­რებ­ლად…

– დიახ, უკვე დიდი ხა­ნია აქ ვართ. ზუს­ტად ამის გამო ვი­ყა­ვით სხვა ქვე­ყა­ნა­ში, რომ გვემ­კურ­ნა­ლა. იონა და მე­ლა­ნია ჩვე­ნი ბი­ო­ლო­გი­უ­რი შვი­ლე­ბი არი­ან, სუ­რო­გა­ცი­ით შეგ­ვე­ძი­ნა.

– ვის ჰგვა­ნან პა­ტა­რე­ბი?

– უფრო მე… გო­გო­ნას თა­მუ­ნას თვა­ლე­ბი აქვს, ბიჭი უფრო ჩემ­კენ არის, კლო­ნი­ვით, მაგ­რამ ტყუ­პია და ერ­თმა­ნეთ­საც ძა­ლი­ან ჰგვა­ნან. 16 წლის წინ შე­ვუღლდით მე და თა­მუ­ნა და ეს დიდი ეტა­პი იყო ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, ამ­დე­ნი წლე­ბი… თან ძა­ლი­ან დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მა­შინ ვერ შევ­ძე­ლით და არც გვქონ­და ამის სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე გა­დავ­დეთ. ძა­ლი­ან დიდი წვა­ლე­ბით, დიდი მსხვერ­პლის გა­ღე­ბა მოგ­ვი­წია. ასე­თი მარ­ტი­ვი არ არის, წახ­ვი­დე, ფული გა­და­ი­ხა­დო. მარ­თლა მი­ზანს მი­ვაღ­წი­ეთ, დიდი ბრძო­ლა იყო, ერთი უშე­დე­გო, მე­ო­რე უშე­დე­გო… თან ტყუ­პი გაჩ­ნდა…

– სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­ბად­ნენ პა­ტა­რე­ბი?

– დიახ, ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ. მად­ლო­ბა ნინო მუ­სე­რი­ძეს, ძა­ლი­ან გვერ­დში დაგ­ვიდ­გა, ასევე გი­ორ­გი არჩვა­ძეს ჩემი მოგ­ვა­რეა, ამ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლი. ამა­ნაც გა­და­მა­წყვე­ტი­ნა, ჩემი მოგ­ვა­რე რომ იყო… ცოტა ფრთხი­ლად ვი­ყა­ვით, მე­ში­ნო­და. ძა­ლი­ან რთუ­ლია, ეგ კი არა, მან­ქა­ნა რომ მი­იყ­ვა­ნო პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში, იმას ვერ გი­კე­თე­ბენ ხა­რის­ხი­ა­ნად სა­ქარ­თვე­ლო­ში და წარ­მო­იდ­გი­ნე, შვი­ლი რომ გინ­და გა­ა­ჩი­ნო. განაგრძეთ კითხვა

Back to top button