
ტელეწამყვანი და მოდელი ლილა ევგენიძე, დიზაინერ დათუნა სულიკაშვილზე, რომელიც ცოტახნის წინ დააკავეს წერს:
“დათუნა სულიკაშვილი ჩემი დიდი ხნის მეგობარია და ძალიან მიყვარს. ძალიან კეთილი, ნიჭიერი და დიდი გულის მქონდე ადამიანია და ამავე დროს დამოკიდებული. ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს პირველ სამს. ადამიანებს, ხშირად გვიჭირს ქცევის, როგორც სიმპტომის აღქმა. ბევრად ადვილია გავიგოთ, რომ კოჭლობა ფეხის ტკივილის სიმპტომია, ვიდრე ის, რომ ქცევაც შეიძლება იყოს დამოკიდებულების სიმპტომი, რომელიც დაავადების დამარცხებასთან ერთად ქრება.
ბევრი რამ, რაც დათუნას ამ წლების განმავლობაში დაემართა, სწორედ ამ დაავადებით, დამოკიდებულებით არის გამოწვეული. ყველაზე მეტი მან დაუშავა საკუთარ თავს. იმის მაგივრად, რომ დავარდნილ ადამიანს ფეხი ვურტყათ — რისი სამწუხარო მაგალითებიც ჩვენს ქვეყანაში არ გვაკლია… უნდა გავიაზროთ, რომ დამოკიდებულება არის დაავადება, რომელსაც სჭირდება მკურნალობა და გვერდში დგომა. არავითარი რეალიზატორი დათუნა არ ყოფილა, დათუნა არის დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც სჭირდება დახმარება,” – წერს ლიკა ევგენიძე.
ცნობისთვი, დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ამ ამბის გავრცელებას არაერთი ცნობილი სახის კომენტარი მოჰყვა. სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს დიზაინერის მეგობარი, გიორგი გიორგი ლაბაძე.









