ულამაზესი ქართველი გოგონა ფრონტის ხაზზე - ვინ არის მარიამ ბერიანიძე, რომელმაც მამას ომში ჩააკითხა: "საზღვარზე რუსეთის ვიზა რომ მინახეს, თავიდან აგრესია გაუჩნდათ" - bbcnews.ge
საზოგადოება

ულამაზესი ქართველი გოგონა ფრონტის ხაზზე – ვინ არის მარიამ ბერიანიძე, რომელმაც მამას ომში ჩააკითხა: “საზღვარზე რუსეთის ვიზა რომ მინახეს, თავიდან აგრესია გაუჩნდათ”

ქარ­თვე­ლი გო­გო­ნას სი­მა­მა­ცემ უკ­რა­ი­ნე­ლი მებ­რძო­ლე­ბი გა­ა­ო­ცა, პო­ლო­ნურ­მა გა­მო­ცე­მა TVP World-მა კი სტა­ტია მი­უ­ძღვნა. “გო­გო­ნა ყორ­ნის­ფე­რი თმით და ნუ­ში­სებ­რი თვა­ლე­ბით”, – ასე შე­ამ­კო ჟურ­ნა­ლის­ტმა 24 წლის მა­რი­ამ ბე­რი­ა­ნი­ძე, რო­მელ­მაც მა­მას ფრონ­ტის ხაზ­ზე ჩა­ა­კი­თხა.

– დედა აფხა­ზე­თი­დან იყო, სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და მშობ­ლი­უ­რი სახ­ლის და­კარ­გვას, 2008 წლის რუ­სე­თის აგ­რე­სი­აც მახ­სოვს…- მა­მა­ჩე­მი ორი­ვე ომში იბ­რძო­და. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­თის შეჭ­რამ უკ­რა­ი­ნა­ში ჩემ­შიც დიდი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. ამ ყვე­ლა­ფერს და­ე­მა­ტა ისიც, რომ მა­მამ ომის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღეს გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნა­ში წას­ვლა. გა­დავ­წყვი­ტე, მეც ჩემი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა რუ­სუ­ლი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და უკ­რა­ი­ნელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და­არ­სე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. გზად დაბ­რკო­ლე­ბე­ბი შეგ­ვხვდა, მაგ­რამ ეს სა­კი­თხი დღის წეს­რი­გი­დან არ მო­მიხ­სნია. რო­გორც ქარ­თვე­ლე­ბის დიდ ნა­წილს, მეც ვფიქ­რობ, რომ ახლა უკ­რა­ი­ნა­ში ჩემი ქვეყ­ნის ბე­დიც წყდე­ბა.

კითხვის გაგრძელება

Back to top button