"ჩემი დუმილი დასრულდა..." - რას წერს ოჯახურ სკანდალზე ილია თოფურია და რატომ ვერ პოულობს ჯორჯინა ადვოკატს - bbcnews.ge
მსოფლიო

“ჩემი დუმილი დასრულდა…” – რას წერს ოჯახურ სკანდალზე ილია თოფურია და რატომ ვერ პოულობს ჯორჯინა ადვოკატს

UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია პირადი ცხოვრების გარშემო ატეხილი სკანდალის ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ, საზოგადოებაში უამრავი ჭორი გავრცელდა. 15 დეკემბერს სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყოფილ პარტნიორს მძიმე ბრალდებები წაუყენა.

  • “ჩემი დუმილი დასრულდა” – თოფურიას საგანგებო განცხადება

ილია თოფურიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ის აუტანელი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. სპორტსმენი აცხადებს, რომ მასზე ხორციელდებოდა შანტაჟი: ემუქრებოდნენ ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელებით, თუ ის გარკვეულ თანხას არ გადაიხდიდა.

“ბოლო თვეებში გადავიტანე სიტუაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩემს სიმშვიდეს, ჩემს ოჯახს და ჩემს სახელს. მოვითმინე იმიტომ, რომ მინდოდა დამეცვა შვილები, რომლებიც ჩემი ცხოვრების მთავარი საყრდენია, მაგრამ მივხვდი, რომ დუმილი უკვე აღარ ნიშნავს დაცვას – ეს ნიშნავს სიცრუის დაჯერებას,” – წერს თოფურია. განაგრძეთ კითხვა

Back to top button