ტრაგედია - ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა - bbcnews.ge

ტრაგედია – ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

19.12.2025

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სოფელ ხაბუმეში მერის წარმომადგენლის, ნესტან ქარჩავას ინფორმაციით, ხანძარი დღეს, გამთენიისას გაჩნდა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი დედა-შვილია.

შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. მობილიზებული იყო პოლიცია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

რეკლამა
რეკლამის ადგილი