
თელავში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 72 წლის პედაგოგის, ნელი ჯავახიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქალს რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით გადაადგილების დროს დაეჯახა. ის სასწრაფოს ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, მაგრამ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.დაღუპული ქალბატონი თელავის №3 საჯარო სკოლის პედაგოგი იყო.
ნელი ჯავახიშვილი 40 წელზე მეტხანს მუშაობდა ამ სკოლაში, უამრავი თაობა აღზარდა დამ მას თელავში ყველა იცნობს. ყველა განიცდის მომხდარს.“გუშინწინ მოხდა ეს სამწუხარო ფაქტი. გარდაცვლილია 72 წლის ნელი ჯავახიშვილი-კირვალიძე. ქალბატონი ნელი სკოლის ინფომენეჯერი გახლდათ. პედაგოგობის 40 წლიანი გამოცდილებით. უძვირფასესი ადამიანი. ასწავლიდა ისტ-ს, შემდეგ ინფომენეჯერობა დაიტოვა. ჩემთვის და მთელი კოლექტივისთვის ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანი იყო… განაგრძეთ კითხვა









