"მომიტევეთ ასეთი ფორმით რომ მიწევს წერა, სამწუხაროდ" - რას წერს ნინო ქათამაძე - bbcnews.ge
საზოგადოება

“მომიტევეთ ასეთი ფორმით რომ მიწევს წერა, სამწუხაროდ” – რას წერს ნინო ქათამაძე

“ჩემი სოლიდარობა და თანადგომა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს. მამაო, თქვენ გვერდით დგომა, საუბარი, იმედის მომცემია, თქვენი სიტყვა ძალიან მზრუნველია და კეთილი.მადლობა უდიდესი მაგალითებისთვის და მომიტევეთ ასეთი ფორმით რომ მიწევს წერა, სამწუხაროდ” – წერს ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში და ეხმაურება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას, რომელმაც არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედება შეუჩერა.

ცნობისთვის, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა. შესაბამის ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ბრძანებაში, რომელსაც პატრიარქი აწერს ხელს, ნათქვამია, რომ არქიმანდრიტ დოროთეს მღვდელმოქმედების უფლება საეკლესიო კანონიკური ეთიკის “არაერთგზისი დარღვევისათვის” შეუჩერდა.

„სრულიად საქართველოს საპატრიარქოსადმი თბილისის წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი), გაფრთხილებების მიუხედავად, საეკლესიო კანონიკური ეთიკის არაერთგზისი დარღვევისათვის, მოციქულთა 55-ე კანონის საფუძველზე, შეუჩერდეს მღვდელმოქმედების უფლება”, – ნათქვამია პატრიარქის ბრძანებაში, რომელსაც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ავრცელებს.

Back to top button